
შემთხვევა სოფელ ნაჩადეში მოხდა. შემთხვევითი დარტყმის შედეგად, ოთხი ბავშვი ადგილზე დაიღუპა, სამი კი საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის განცხადებით, საჰაერო ცეცხლის გახსნისას, სავარაუდოდ, ბავშვები ერთად თამაშობდნენ.
ნიგერიის მთავრობის ცნობით, მომხდარზე გამოძიებაა დაწყებული.
მანამდე კი, სამი თვის წინ, ქალაქ მარადის სკოლაში გაჩენილ ხანძარს 26 ბავშვი (5-6 წლის ასაკის) ემსხვერპლა.
ნიგერი და ნიგერია ერთობლივ სამხედრო ოპერაციებს აწარმოებენ შეიარაღებული დაჯგუფებების წინააღმდეგ, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან რეგიონში გატაცებებსა და მკვლელობებზე.
2018 წლიდან ნიგერმა, დაჯგუფებების თავდასხმების თავიდან აცილების მიზნით, ნიგერიასთან საზღვარზე სამხედრო პატრულირება გააძლიერა.
0
0
კოტე იოსელიანი უტა ივანიშვილს ბოდიშს უხდის
08/06/2025