
„ნიგერიის სამხრეთით, რივერსის შტატში, არალეგალურად მოქმედ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, ათობით ადამიანი დაიღუპა,“ - იუწყება BBC-ი.
ნიგერიის უსაფრთხოებისა და სამოქალაქო თავდაცვის კორპუსის (NSCDC) სახელმწიფო კომენდანტის ბასილ იგვებუზეს ინფორმაციით, 18 ადამიანი მაშინვე დაიწვა, 25 კი - მაშველებმა გადაარჩინეს.
იგვებუზემ სასიკვდილო ინციდენტში ის ადამიანები დაადანაშაულა, რომლებიც ნავთობსადენებს განზრახ აზიანებენ და გადამამუშავებელ ქარხნებს არალეგალურად ამოქმედებენ.
ნავთობის არალეგალური გზით გადამუშავების შემთხვევები ხშირია რეგიონში, სადაც ადგილობრივი პირები მილსადენებიდან ნავთობს გასაყიდად იღებენ.
გასულ წელს, იმოს შტატში, არალეგალურად მოქმედ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
0
0