
ნიგერიის ჩრდილოეთ ნიგერის შტატში, ნავი კაინჯის კაშხალს შეეჯახა. ნავის გადაბრუნების შედეგად, სულ მცირე, 26 ადამიანი დაიღუპა.
ნავს 100-ზე მეტი მგზავრი გადაჰყავდა, მათ შორის ქალები და ბავშვები. მაშველებმა 30-ზე მეტი ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
„საზღვაო პოლიციისა და ადგილობრივი მყვინთავების ერთობლივი სამაშველო ოპერაცია ნიგერის სახელმწიფო საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობით მიმდინარეობს,“ - განაცხადა შტატის გუბერნატორის წარმომადგენელმა ბოლოგი იბრაჰიმმა.
ნავის გადაბრუნების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია, თუმცა შტატის გუბერნატორმა ხალხმრავლობა და სამაშველო ჟილეტების ნაკლებობა დაასახელა. ოფიციალური ინფორმაციით, მგზავრების უმეტესობა კაშხალს ფერმებში გადასასვლელად კვეთდა.
ივნისში, 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, როდესაც ნიგერის შტატში მიმავალი მგზავრებით გადატვირთული ნავი ნაწილობრივ დაიშალა და გადატრიალდა.
0
0