
ნიგერიის სასამართლომ 69 ადამიანს ერთსქესიანთა საქორწილო ცერემონიალში მონაწილეობის გამო გირაო შეუფარდა.
დაცვის მხარის განცხადებით, 69-ვე დაკავებული პირი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდება, მაგრამ მათ ჯერ სასამართლოს გირაოს თანხა [$600-ზე მეტი] უნდა გადასცენ.
გასულ თვეში, ნიგერიის ქალაქ უორიში პოლიციამ სასტუმრო დაარბია და „გეი ქორწილი“ ჩაშალა. Human Rights Watch-მა ნიგერიის პოლიცია მედიის წინაშე ეჭვმიტანილების საჯაროდ გამოყვანისა და ბრალდებების შესახებ მათი დაკითხვის გამო გააკრიტიკა.
აფრიკის უმეტესი ქვეყნების მსგავსად, ნიგერიაში ჰომოსექსუალობა ამორალურად ითვლება. მიუხედავად საერთაშორისო დაგმობისა, ათი წლის წინ ნიგერიამ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ კანონი მიიღო და საკანონმდებლო ბაზა კიდევ უფრო გაამკაცრა. ერთსქესიანთა საჯარო ურთიერთობები 10 წლამდე, ხოლო ერთსქესიანი მოქალაქეების ქორწინება და გეი უფლებების დამცველ ჯგუფებში გაწევრიანება - 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება
2019 წელს ლაგოსის შტატში, პოლიციამ 47 პირის წინააღმდეგ კანონის შესაბამისად საქმე აღძრა, მაგრამ სასამართლომ საქმის წარმოება შეწყვიტა, რადგან პროცესზე პოლიცია არ გამოცხადდა და არც მოწმეები წარმოადგინა.
0
0