ნიგერია პირველი აფრიკული ქვეყანა გახდა, რომელმაც აშშ-ისგან “მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო ვაქცინის 10,000 დოზა მიიღო. 2024 წელს, ქვეყანაში ვირუსით დაავადებულთა 40 შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა რეალური რიცხვი შესაძლოა 700-ზე მეტი იყოს.
როგორც BBC-ი წერს, ჯერ კიდევ არ არსებობს “მაიმუნის ყვავილის“ საწინააღმდეგო პეციფიკური ვაქცინები, მაგრამ მისი თავიდან ასაცილებლად ასევე გამოიყენება დაავადება „ყვავილისთვის“ განკუთვნილი ვაქცინები, რომლებსაც ორი ფარმაცევტული კომპანია აწარმოებს.
ნიგერიის განცხადებით, ვაქცინაციის კამპანიის ფარგლებში, პრიორიტეტი მიენიჭება ჯანდაცვის მუშაკებს და 13 შტატში რისკის ქვეშ მყოფ მოსახლეობას. აფრიკის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების შეფასებით, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსთან საბრძოლველად ვაქცინის 10 მილიონი დოზაა საჭირო მთელ კონტინენტზე, ყველაზე მეტად კი - კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში.
ამჟამად, გაურკვეველია რამდენად სასიკვდილო და გადამდებია Clade 1b-ის შტამი. კრიტიკოსების თქმით, აფრიკაში ვაქცინის პირველი პარტიის მიღების პროცესი ნელია.
„ბევრი დაბალი და საშუალო შემოსავლის ქვეყანა ჯანმოს ეყრდნობა და არა საკუთარ წამლების მარეგულირებლებს, რათა დაადგინოს, რომელი მედიკამენტებია უსაფრთხო და ეფექტური. თუმცა ჯანმო რისკებს უაღრესად ერიდება და ოფიციალურად ვერ ამტკიცებს ორ ხელმისაწვდომ ვაქცინას. ჯანმოს მარეგულირებელი პროცესი საგანგებო სიტუაციისთვის შესაბამისი არ არის,“ - წერს New York Times-ი.
0
0