15/04/2023
14:33
მსოფლიო
ნიდერლანდებში წელს 12 წლამდე ასაკის მძიმედ დაავადებული ბავშვების ევთანაზია გახდება ნებადართული, ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
მინისტრთა კაბინეტი ხელს უწყობს ახალ რეგულაციას, რომელიც შესაძლებელს გახდის ევთანაზიას 1-იდან 12 წლამდე მძიმედ დაავადებული ბავშვებისთვის. ჯანდაცვის მინისტრ ერნსტ კუიპერსის თქმით, რეგულაცია წლის განმავლობაში განხორციელდება.
ახალი რეკომენდაციები, სავარაუდოდ, წელიწადში მხოლოდ 5-იდან 10-მდე იმ ბავშვზე, რომლისთვისაც „სიცოცხლის შეწყვეტა ერთადერთი ეფექტური ვარიანტია უიმედო და აუტანელი ტანჯვის დასასრულებლად", - თქვა კუიპერსმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საუბარია ბავშვებზე, რომელთა დაავადებები იმდენად მძიმეა, რომ სიკვდილი გარდაუვალია და უახლოეს მომავალში მოსალოდნელია.
დღეისათვის არსებული რეგულაციებით, ნიდერლანდებში და აგრეთვე მის მეზობელ ბელგიაში, 12-იდან 16 წლამდე წლამდე ასაკის ბავშვების ევთანაზია შესაძლებელია მშობლების თანხმობის შემთხვევაში.
მშობლებს აგრეთვე შეუძლიათ მოითხოვონ 1 წლამდე ასაკის ბავშვის ევთანაზია.
ახალი რეგულაციით, რომლის შემოსაღებადაც მთავრობას საკანონმდებლო ორგანოს თანხმობა არ სჭირდება, მშობლებს შეეძლებათ მოითხოვონ 12 წლამდე ასაკის ბავშვის ევთანაზია.
0
0