
ნიდერლანდების სასამართლომ 550 ბავშვის ბიოლოგიურ მამას სპერმის ჩაბარება აუკრძალა, ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი niderland times ავრცელებს.
დღეს, ჰააგის სასამართლომ დაადგინა, რომ ნიდერლანდელმა მუსიკოსმა და ასეულობით ბავშვის ბიოლოგიურმა მამამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს სპერმის დონაცია. ჯონათან მეიჯერი ამბობს, რომ მას დაახლოებით 550 შვილი ჰყავს.
2017 წელს, როდესაც გაირკვა, რომ ჯონათანს 102 შვილი ჰყავდა, იგი შავ სიაში შეიყვანეს. ამის მიუხედავად, ჯონათან მეიჯერი, რომელიც ცხოვრობს კენიაში, აგრძელებს თავის სპერმის შემოწირულებას ნიდერლანდებს ფარგლებს გარეთ, მათ შორის, დანიაში და უკრაინაში.
არსებული რეგულაციების თანახმად, დასაშვებია სპერმის შემოწირულება არაუმეტეს 25 ბავშვისთვის ან 12 ოჯახისთვის. მან კი ეს წესები დაარღვია, როდესაც სპერმა შესწირა 13 კლინიკას ნიდერლანდებში და საზღვარგარეთ და გარდა ამისა, მომავალ მშობლებთან დაამყარა პირდაპირი კავშირები, - განაცხადა სასამართლოზე დონორის სპერმის დახმარებით გაჩენილ ბავშვთა დედების და აგრეთვე, იმ ბავშვების უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომელთა ბიოლოგიური მშობლებიც დონორები იყვნენ.
0
0