21/08/2024
22:50
საზოგადოება
"ნაპოლის" მარცხენა გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია რამდენიმე საათის წინ მამა გახდა. მას და ნიცა თავაძეს ვაჟი შეეძინათ, რომელსაც დამიანე დაარქვეს.
"გვარში მატება გვაქვს - ქვეყნიერებას მოევლინა, ხვიჩა კვარაცხელიასა და ნიცა თავაძის ვაჟიშვილი" - წერს დარეჯან კვარაცხელია, რომელიც ცნობილი ფეხბურთელის ოჯახის ახლობელია. იცას მშობიარობას "კვარაც" დაესწრო.
სამშობიაროდან ხვიჩა კვარაცხელიას ფოტოს აქვეყნებს ნინო კვარაცხელია და წერს:
"ექსკლუზივი ჩაჩავას კლინიკიდან - ექიმი ანესთეზიოლოგი გიორგი ჯაჯანიძე და ხვიჩა კვარაცხელია...".
ხვიჩა კვარაცხელიამ დამიანეს პირველი ფოტოც გამოაქვეყნა,
გუშინ იტალიური მედია წერდა, რომ კვარაცხელია სასწრაფოდ თბილისში გამოფრინდა, მიზეზად კი მეუღლის მოახლოებული მშობიარობა სხელდება.
მთივე ინფორმაციით, კვარაცხელია "ვერონასთან" მიღებული ტრავმის შემდეგ საავადმყოფოში იმყოფებოდა, რის მერეც სამშობლოში დაბრუნდa.
"როგორც ჩანს, სერიოზული არაფერი სჭირს და კლუბის ნებართვით სამშობლოში გამოემგზავრა", - წერენ იტალიელები.
სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ ხვიჩა ნეაპოლში დაბრუნებისთანავე სამედიცინო შემოწმებას გაივლის და დიდი ალბათობით 25 აგვისტოს "დიეგო მარადონაზე" "ბოლონიასთან" ითამაშებს.
შეგახსენებთ, რომ სპორტსმენმა სამედიცინო უნივერისტეტის სტუდენტზე ერთი წლის წინ იქორწინა. წყვილს დიდი ხნის სასიყვარულო ისტორია აქვს და ოფიციალური ქორწინების შემდეგ საცხოვრებლად იტალიაში გადავიდნენ, სადაც ხვიჩა, ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ გუნდში თამაშობს.
0
0