
რუსეთი-აფრიკის“ ფორუმის შესახებ ტელეგრამ-არხი „შეგვიძლია აგიხსნათ“ წერს და იმ აფრიკელ დიქტატორთა ვინაობას ასახელებს, რომლებიც პუტინის მიერ ორგანიზებულ ამ ფორუმს ესწრებიან. მათი უმეტესობა ხელისუფლებაში გადატრიალების გზით მოვიდა და ქვეყნების სათავეში 30 წელზე მეტ ხანს იმყოფებიან.
ემერსონ მნანგაგვა - ზიმბაბვეს პრეზიდენტი - მონაწილეობდა პარტიზანულ ომში, 10 წლით იყო გასამართლებული მატარებლის აფეთქებისთვის. ზედმეტსახელია „ნიანგი“ - ასე ერქვა მის დივერსიულ ჯგუფს. მოწინაღმდეგეების მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით გამოირჩეოდა. ზიმბაბვეს სათავეში სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა.
იოვერი მუსეევენი - უგანდის პრეზიდენტი - იყო „ნაციონალური წინააღმდეგობის მოძრაობის“ დაჯგუფების ლიდერი, რომელმაც სისხლისმღვრელ სამოქალაქო ომში გაიმარჯვა. ხელისუფლებაშია უკვე 37 წელი - 1986 წლიდან. კონსტიტუცია შეცვალა, რომ პრეზიდენტის თანამდებობა არ დაეტოვებინა. პოლიტიკური ოპონენტების მხრიდან კრიტიკის საპასუხოდ განაცხადა - „მას დავიჭერთ და შევჭამთ, როგორც ნამცხვარს“.
ასიმი გოიტა - მალის „გარდამავალი პრეზიდენტი“. მალის სპეცდანიშნულების ქვედანაყოფის პოლკოვნიკი, ქვეყნის სათავეში 2020 წელს სამხედრო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ამის შემდეგ მალიში კიდევ ორი სამხედრო პუტჩი მოხდა, მაგრამ გოიტამ ის ჩაახშო.
ისააიას აფევერკი - ერითრეის პრეზიდენტი - ქვეყნის ხელისუფლებაშია 30 წელი - 1993 წლიდან. 1997 წელს მან ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები გააუქმა. 2015 წელს გაერომ აფევერკის ადამიანის უფლებათა დარღვევაში დაადანაშაულა. ერითრეის ციხეებში 10 ათასამდე პოლიტპატიმარია, მათ აწამებენ.
იბრაჰიმ ტრაორე - ბურკინა-ფასოს „დროებითი პრეზიდენტი“. არმიის 35 წლის კაპიტანი. ხელისუფლებაში 2022 წლის სექტემბერში სამხედრო გადატრიალების შემდეგ მოვიდა. ქვეყნის ხელისუფლების დამხობაში ამბოხებულებს რუსული სამხედრო კომპანია „ვაგნერი“ დაეხმარა.
0
0