25/01/2026
19:23

დავოსში, წლევანდელი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიმდინარეობისას, სექსმუშაკებზე მოთხოვნა რეკორდულად გაიზარდა, მათ შორის, ერთმა კლიენტმა, სავარაუდოდ, ოთხი დღის განმავლობაში ხუთ ქალთან ერთად ყოფნაში შთამბეჭდავი - 114,000 დოლარი გადაიხადა. ამის შესახებ New York Post-ი, შვეიცარიულ გამოცემა "20 Minutes"-ზე დაყრდნობით წერს.
სტატიის თანახმად, გლობალური ელიტის "მუშაობა ბოლომდე, გართობა ბოლომდე" დამოკიდებულება აშკარად გამოიკვეთა შვეიცარიულ ქალაქში ესკორტებისადმი გაძლიერებულ მოთხოვნაში.
შვეიცარიული გაცნობისა და ეროტიკული სერვისების პლატფორმა Titt4Tat-ის ცნობით, გლობალური ლიდერების, დიდი ტექნოლოგიური კომპანიების აღმასრულებელი დირექტორებისა და შეძლებული მაგნატების ჩამოსვლამ სექსმუშაკებზე მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა.
"ეროტიკული სერვისების მოთხოვნებმა 19 იანვარს, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, 79-ს მიაღწია, რაც შოკისმომგვრელ 4,000%-იან ზრდას ნიშნავს, იუწყება შვეიცარიული გამოცემა "20 Minutes". პლატფორმა Titt4Tat-მა, რომელიც სექსმუშაკებს პოტენციურ კლიენტებთან აკავშირებს, განაცხადა, რომ კონფერენციამდე დავოსში საშუალოდ დღეში მხოლოდ ორი დაჯავშნა ფიქსირდებოდა ყოველწლიურად", - წერს New York Post-ი.
რეგიონული ფრანგული გაზეთის "La Dépêche"-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, გამოცემა წერს, რომ სექსმუშაკებს შორის იყვნენ სტუდენტები, მასწავლებლები და მოგზაურებიც, რომლებიც "შეძლებული, გავლენიანი პირებისგან რამდენიმე დამატებითი დოლარის შოვნას ცდილობდნენ."
0
0