18/12/2023
13:25
მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბენ უოლესის შეფასებით, ისრაელი თავისი ტაქტიკით ღაზაში "კონფლიქტს კიდევ 50 წლით გაახანგრძლივებს" და საფრთხეს შეუქმნის მუსლიმი ახალგაზრდების რადიკალიზაციას მთელს მსოფლიოში.
,,,,ჰამასთან“ ვერ მიაღწევთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, თუ ისინი მზად არ იქნებიან ამის გამოცხადებისთვის. თუმცა ისრაელმა უნდა შეწყვიტოს თავდასხმის ამ უხეში და ქაოტური მეთოდის გამოყენება. ,,ჰამასის“ უკან მიყოლა ლეგიტიმურია, მაგრამ ღაზას უზარმაზარი ტერიტორიის განადგურება დაუშვებელია.
ცალსახად ვგმობ ,,ჰამასის“ ქმედებებს, ისინი პალესტინელებს საზარბაზნე ხორცად იყენებენ. [,,ჰამასი“] ანტისემიტური და ანტიდემოკრატიული დაჯგუფებაა. ის არ არის დაინტერესებული ისრაელთან მშვიდობიანი თანაარსებობით. მაგრამ ისრაელელი პოლიტიკოსების ეს თაობა ძალიან დაუდევრად იქცევა", - განუცხადა Daily Telegraph-ს უოლესმა.
0
0
თსუ ახლა გადაქცეულია “კაპეზედ” - ანა დოლიძე
20/11/2024