ისრაელის ოპოზიციის ლიდერის იაირ ლაპიდის განცხადებით, პრემიერ-მინისტრი ნეთანიაჰუ უნდა დააპატიმრონ 2021 წელს მერონის მთაზე მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც 45 ებრაელი პილიგრიმი ემსხვერპლა.
„დღეს გამოქვეყნებული ანგარიში აჩვენებს, რომ [მერონის მთაზე მომხდარი] კატასტროფის თავიდან აცილება შეიძლებოდა. ეს კრიმინალურ დაუდევრობასა და სრულ უპასუხისმგებლობაზე მიუთითებს. ნეთანიაჰუ ჩვეულებრივი მოქალაქე რომ ყოფილიყო, ის დღეს სასამართლოს წინაშე წარსდგებოდა და [2021 წლის] ტრაგედიის გამო პატიმრობა შეეფარდებოდა,“ - წერს ლაპიდი X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
როგორც ცნობილია, 6 მარტს, სამთავრობო გამოძიებამ დაადგინა, რომ ინციდენტზე პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს ადმინისტრაციას ეკისრება. 2021 წლის აპრილში, ლიბანის საზღვართან, მერონის მთაზე, ლაგ ბა-ომერის რელიგიურ დღესასწაულზე ტრიბუნის ჩამონგრევისა და ჭყლეტის შედეგად, 44 ადამიანი დაიღუპა. რელიგიურ ცერემონიას ათიათასობით ულტრა-მართლმადიდებელი ებრაელი ესწრებოდა.
0
0