
რუსეთის მოქალაქე პაველ კოპილკოვმა, რომელმაც საქართველოსა და ქართველებს შეურაცხყოფა მიაყენა, ბოდიში მოიხადა. შესაბამისი ვიდეომიმართვა დღეს გაავრცელა:
“რამდენიმე დღის წინ, თბილისის ქუჩაში გამოვედი და საქართველოსა და ქართველების შეურაცხყოფა დაივიწყე. მომხდარის ახსნა მხოლოდ იმით შემიძლია, რომ ნერვული აშლილობა მქონდა და ყველაზე ცუდი რამ გავაკეთე, რაც თავში მომივიდა. სიმართლე ისაა, რომ მე ასე სრულებით არ ვფიქრობ”, განაცხადა კოპილკოვმა და იმედი გამოთქვა, რომ ქართველები “აპატიებენ”.
“იმედი მაქვს, რომ ქართველები დამიჯერებენ და მაპატიებენ. მე ქვეყნიდან მივდივარ და უნდა ვიმკურნალო. თუ ქართული საზოგადოება გამიგებს, და თუ ოდესმე აქ დაბრუნებას შევძლებ, მინდა როგორმე დანაშაული გამოვისყიდო. სულ ეს იყო... კიდევ ერთხელ, ბოდიშს ვიხდი”, ამბობს ვიდეომიმართვაში კოპილკოვი.
0
0