12/10/2022
11:21
მსოფლიო
ადგილობრივი მედიის ცნობით, დასავლეთ ნეპალში, წყალდიდობისა და მეწყრის შედეგად, სულ მცირე, 33 ადამიანი დაიღუპა, ათობით დაშავდა, 22 კი - უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება
ოფიციალური პირების თქმით, ყველაზე ძლიერი მუსონური წვიმა კარნალის პროვინციაში ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა, სადაც ათასობით მაცხოვრებლის ევაკუაცია განხორციელდა. მეწყრისა და წყალდიდობის შედეგად ასობით სახლი დაინგრა.
სამძებრო სამუშაოებს ამინდის გაუარესება ართულებს.
გაეროს ჰუმანიტარულმა ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისინი საკვებსა და მედიკამენტებს დასავლეთ ნეპალის ყველაზე მეტად დაზარალებულ ზონებში ანაწილებენ.
ნეპალში დასასრულს უახლოვდება მუსონური სეზონი, რომელიც ჩვეულებრივ ივნისში იწყება და ოქტომბერში მთავრდება.
ნეპალის საგანგებო სიტუაციების მართვის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიმდინარე წელს, სტიქიის შედეგად, სულ მცირე, 110 ადამიანი დაიღუპა.
0
0