14/11/2023
15:26
მსოფლიო
ნეპალის მთავრობამ სოციალური მედიის პოპულარული აპლიკაცია TikTok-ის გამოყენება აკრძალა და განაცხადა, რომ ეს „სოციალურ ჰარმონიას“ არღვევს.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ნეპალში TikTok-თან დაკავშირებული კიბერდანაშაულის 1600-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა.
სამხრეთ აზიური ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნარაიან პრაკაშ საუდმა განაცხადა, რომ ჩინეთის საკუთრებაში არსებული ვიდეო-აპის გამოყენება 13 ნოემბერს გამართული სამთავრობო სხდომის შემდეგ დაუყოვნებლივ აიკრძალებოდა.
”მთავრობამ გადაწყვიტა, რომ TikTok-ის გამოყენება აკრძალოს. საჭიროა სოციალური მედიის პლატფორმით სარგებლობის რეგულირება, რადგან TikTok-ი ადამიანებს შორის სოციალურ ჰარმონიასა და კეთილგანწყობას არღვევს და მათ უხამსი მასალებით უზრუნველყოფს,“ - განაცხადა ნარაიან პრაკაშ საუდმა.
საუდმა დასძინა, რომ, სოციალური მედიაპლატფორმებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, მთავრობამ კომპანიებს სთხოვა, რომ ნეპალში დარეგისტრირდნენ და სამეკავშირეო ოფისი გახსნან, გადაიხადონ გადასახადები და დაემორჩილონ ქვეყნის კანონებსა და რეგულაციებს.
ჯერჯერობით, გაურკვეველია, თუ რამ გამოიწვია TikTok-ის აკრძალვა ან განაცხადა თუ არა TikTok-მა უარი ნეპალის მოთხოვნების შესრულებაზე.
0
0