
Reuters-ის ინფორმაციით, ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს ქუჩებში წესრიგის აღსადგენად ჯარისკაცები არიან მობილიზებულნი და ისინი ხალხს სახლში დარჩენისკენ მოუწოდებენ. კატმანდუს აეროპორტი ხელახლა გაიხსნა.
ათიათასობით მომიტინგე სამთავრობო შენობებში შეიჭრა და მათ ცეცხლი წაუკიდა, ასევე თავს დაესხნენ პოლიტიკოსებს. კატმანდუში, კორუფციის წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციის დროს ასევე სასტუმრო „ჰილტონი“ მთლიანად დაიწვა.
საპროტესტო აქციებზე დაღუპულთა რიცხვი 25-მდე გაიზარდა, ხოლო 633 ადამიანი - დაშავდა. დაკავებულია 27 ეჭვმიტანილი მარადიორი. პატიმრებმა ცეცხლი წაუკიდეს საკნებითა და საყარაულოებით სავსე შენობებს, მთავარი შესასვლელი შეამტვრიეს და შემდეგ ქუჩებში შეიჭრნენ. ჯარისკაცებმა შეძლეს გაქცევის მცდელობის აღკვეთა და პატიმრები სხვადასხვა ციხეში გადაიყვანეს. პატიმართა დაშავების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
0
0