
ნელი, მტკიცე, მეთოდური ნაბიჯებით შესაძლებელია ოკუპირებული რეგიონების დაბრუნება,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა.
„მშვიდობიანი გზით არის [ოკუპირებული ტერიტორიები] აუცილებლად დასაბრუნებელი. მტკიცე, მშვიდობიანი პოლიტიკური, პრაგმატული მიდგომებით. როდესაც დევნილი მოსახლეობა უკან დაბრუნდება, ამ არჩევნების შედეგად მოვა ის ძალაუფლება, რომელიც კეთილგანწყობილი იქნება თბილისის მიმართ. ნელი, მტკიცე მეთოდური ნაბიჯებით შესაძლებელია იმ რეგიონების დაბრუნება. რა გახლეჩილი საქართველო, სად არის გახლეჩილი საქართველო. პოლარიზებული საქართველო ურჩევნია?! თემურ ალასანია კონკრეტულ, თავის პოლიტიკურ შეფასებებს აკეთებს და მე მეკითხებით? შეეკითხეთ იმ ადამიანს“,- აღნიშნა ცისკარიშვილმა.
ამერიკაში ემიგრანტებთან შეხვედრაზე თემურ ალასანიამ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ძალისმიერი გზით დაბრუნებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ძალით წართმეული ტერიტორიების მშვიდობიანად დაბრუნება ისტორიას არ ახსოვს. მან ასევე თქვა, რომ გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო ურჩევნია, რადგან ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია და სხვადასხვა აზრის წახალისება.
0
0