
„ნეიტრალიტეტის გამოცხადება, საქართველოსთვის არანაირ პანაცეა არ არის და უსაფრთხოების გარანტიას არ ქმნის. შეიძლება არა ნეიტრალიტეტი, არამედ რომელიმე ძლიერ მოთამაშესთან სამხედრო ალიანსი იყოს უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტორი - მაგალითად თურქეთი.“- განაცხადა რადიო „სივრცის“ ეთერში ყოფილმა დიპლომატმა, ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
„მე მომხრე ვარ საქართველოს უსაფრთხოების, თუ ნეიტრალიტეტი ამას უზრუნველყოფს, კი ბატონო, მაგრამ ამის დეკლარირება არაფერს არ იძლევა ამ თვასაზრისით. ისტორიულად, ნეიტრალიტეტის გამოცხადების შემდეგ, პირველი რესპუბლიკის პერიოდში, როდესაც რუსეთმა აიძულა საქართველო გამოეცხადებინა ნეიტრალიტეტი, მოხდა ანექსია ძალიან მალე. ამიტომ რთულია, რა ფაქტორი, რა ქვეყნები იქნება რეალურად ნეიტრალიტეტის გარანტორი. ამ ფონის სურათის არქონის პირობებში, წინასწარ შეიზღუდო რაღაც საშუალებები, არასწორი ნაბიჯია. მაგრამ... შეიძლება არა ნეიტრალიტეტი, არამედ რომელიმე ძლიერ მოთამაშესთან სამხედრო ალიანსი იყოს უსაფრთხოების ერთ- ერთი გარანტორი. მაგალითად თურქეთი. ჩვენ ვნახეთ თუ რამხელა როლი ითამაშა აზერბაიჯანის წარმატებასა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში, თურქეთ- აზეიბაიჯანის სამხედრო ალიანსმა. საქრთველოს არანაკლები თანამშრომლობა ჰქონდა თურქეთთან რაც იქნა შეჩერებული.“- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
0
0