06/02/2023
02:15
სპორტი
დღეს იტალიის სერია A-ში 21-ე ტურის მატჩი გაიმართა. "სპეციამ" ქართველი გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლს" უმასპინძლა და ნეაპოლიტანელებმა მასპინძლები 3:0 დაამარცხეს. კვარამ პენალტი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემაც მიითვალა.
ქართველი ფეხბურთელის შესანიშნავ თამაშს იტალიელები აქტიურად გამოეხმაურნენ.
“სექტემბერსა და ოქტომბერში ნაპოლში დაბადებული ყველა ბავშვის სახელი იქნება __ ✍️…” წერს La Gazzetta dello Sport ფოტოზე, სადაც ხვიჩა კვარაცხელიას ხელში ჩვილი უჭირავს და პოსტს გამოკითხვის, ინტერაქტიული ფორმა აქვს. პოსტს უკვე 500-მდე კომენტარი აქვს.
აღსანიშნავია, რომ ცნობილმა პორტალმა Sofascore-მა ხვიჩა კვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა და 8.8 ქულა დაუწერა, მის შემდეგ კი ყველაზე მაღალი შეფასება "სპეციასთან" დუბლის ავტორმა ვიქტორ ოსიმენმა დაიმსახურა, ნიგერიელის თამაში 8.6 ქულით შეფასდა.
"ნაპოლი" 56 ქულით ლიდერია, მეორეადგილოსან "ინტერს" 16 ქულით უსწრებს და 12 თებერვალს "კრემონეზეს" მიიღებს.
0
0