
NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა საქართველოს მომავალს ოპტიმისტურად უყურებს. კითხვაზე, რამდენად ეთანხმებით ან არ ეთანხმებით შემდეგ მოსაზრებას: ჩემი ქვეყნის მომავლის მიმართ ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, გამოკითხულთა 45 პროცენტი ამბობს, რომ ეთანხმება, 39 პროცენტი ამბობს, რომ „არც ერთანხმება და არც არ ეთანხმება“, 14 პროცენტის პასუხია, რომ „არ ეთანხმება“, ხოლო გამოკითხულთა 2 პროცენტი ამბობს, რომ „არ იცის“.
2022 წლის დეკემბრის მონაცემებით, გამოკითხულთა შედეგები ასეთი იყო: ვეთანხმები – 44 პროცენტი, არც ვეთანხმები და არც არ ვეთანხმები – 37 პროცენტი, 17 პროცენტი – არ ვეთანხმები, ერთი პროცენტი – არ ვიცი.
NDI-ის ინფორმაციით, აღნიშნული ანგარიში 14 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე ქვეყნის მასშტაბით ჩატარებულ, საქართველოს ზრდასრული მოსახლეობის წარმომადგენლობით პირისპირი გამოკითხვის შედეგებს ემყარება (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). ოქტომბერში ჩატარებული გამოკითხვა სულ 2,068 დასრულებულ ინტერვიუს მოიცავს. საშუალო ცდომილების ზღვარი კვლევაში +/- 2,2 პროცენტია.
0
0