27/01/2022
12:12
პოლიტიკა
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი, მოსახლეობის 83% პასუხობს, რომ მისაღებია, 8% – მიუღებელია, 8% - არ იცის.
კვლევაში აღნიშნულია, რომ მოქალაქეები პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად თანმხდებიან, რომ ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.
კითხვაზე, მისაღებია თუ არა საქართველოს მთავრობის გაცხადებული მიზანი, რომ საქართველო გახდეს NATO-ში წვრი, მოსახლოების 77% პასუხობს, რომ მისაღებია, 11% - მიუღებელი, არ იცის - 12%.
პოლიტიკური შეხედულებების მიუხედავად მოქალაქეები თანმხდებიან, რომ NATO-ში გაწევრიანება მნიშვნელოვანია.
NDI-ის კვლევა 2021 წლის 7-13 დეკემბერს ჩატარდა, სატელეფონო გამოკითხვის მეთოდით. რესპონდენტები შემთხვევით დარეკვის პრინციპით შეირჩნენ - ჯამში, ჩაიწერა 2 099 დასრულებული ინტევიუ. საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.3%-ია, ცდომილების ზღვარი სხვადასხვა კითხვის მიხედვით იცვლება.
0
0
მცხეთაში ყვავილების ჯიხურში ხანძარია
12/11/2024