05/07/2023
22:50
მსოფლიო
პუტინის ჯავშნიანი მატარებელი, რომლის შესახებაც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი მედიისა და ნავალნის გუნდის რამდენიმე გამოძიების შედეგად, ბიუჯეტს მინიმუმ 6,8 მილიარდი რუბლი უჯდება.
ეს გაარკვია Dossier Center-მა CNN-თან, Süddeutsche Zeitung-თან, Westdeutscher Rundfunk-თან და Norddeutscher Rundfunk-თან ერთად.
მათ შეისწავლეს თავდაცვის ფედერალური სამსახურის, რუსეთის რკინიგზის და სახელმწიფო კომპანიასთან დაკავშირებული სტრუქტურების დოკუმენტები.
პროექტი გახდა პრიორიტეტი ცირკონის სერვისის კომპანიისთვის, რომელმაც "მთავარი მგზავრისთვის" (როგორც კომპანიის გენერალური დირექტორი ლულაევი უწოდებს პუტინს) უმაღლესი სტანდარტის მანქანა აღჭურვა - ჰამამით (თურქული აბანოთი), საუნითა და კოსმეტოლოგებით.
კომპანია ასევე გეგმავს ვაგონების აშენებას ბარებით, დარბაზით და მულტიმედიური ცენტრით.
0
0