
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც ციხეში იმყოფება, შესაძლოა, ჩეჩენის აველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელში, ვადიმ კრასიკოვში გაცვალონ, რომელიც სასჯელს გერმანიაში იხდის. ამის შესახებ Deutche Welle გამოცემა The Wall Street Journal-ზე დაყრდნობით იუწყება.
ხანგოშვილის მკვლელის, კრასიკოვის რუსეთში დაბრუნებას მოსკოვი ცდილობს. საუბარია მრავალმხრივ გაცვლაში, სადაც ალექსეი მავალნის სახელიც ფიგურირებს. გამოცემის წყარო ანონიმური დასავლელი ოფიციალური პირებია. აშშ-ის კი საკუთარი მოქალაქეების, საზღვაო ქვეითის პოლ უილანის და WSJ-ის ჟურნალისტის, ევან გერშკოვიჩის გათავისუფლების იმედი აქვს. ორივე რუსეთში ჯაშუშობის მუხლით არის გასამართლებული, ევანს სასამართლომ 16- წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გამოცემის წყაროების ცნობით, მოლაპარაკება საკმაოდ რთულად მიმდინარეობს, რადგანაც ხანგოშვილის მკვლელს სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და დანაშაული უმძიმესია. ხანგოშვილის მკვლელობა გერმანიაში მოხდა და ბერლინისთვის „მოულოდნელად მტკივნეული მოვლენა გახდა“. შესაბამისად, გერმანიაში დაკავებული პირის გათავისუფლებას შეიძლება ქვეყანაში პოლიტიკური კონფლიქტი მოჰყვეს.
ვადიმ კრასიკოვმა ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინის ერთ-ერთ პარკში 2019 წლის 23 აგვისტოს მოკლა. პოლიციამ ის 2021 წლის 15 დეკემბერს დააკავა, სასამართლომ კრასიკოვს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. ბერლინის სასამართლომ დაადგინა, რომ კილერი რუსეთში ცენტრალური ხელისუფლების დავალებით მოქმედებდა. მკვლელობა ჩეჩნეთის მეორე ომში ხანგოშვილის მონაწილეობას უკავშირდება, კერძოდ ეს იყო შურისძიება ხანგოშვილის რაზმის მიერ 2004 წელს ნაზრანზე განხორციელებულ თავდასხმაზე.
0
0