
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებულ შტატებში კონგრესმენ ჯო უილსონს, ასევე კონგრესის წევრებს კიტ სელფს და იანგ კიმის შეხვდნენ.
როგორც პარტიის ფეისბუქგვერდზეა აღნიშნული, შტატებში ვიზიტად იმყოფებიან პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, ასევე წევრები ზურაბ ჭიაბერაშვილი და ლევან სანიკიძე.
როგორც თინა ბოკუჩავამ განაცხადა, ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს ქართველი ხალხის არჩევანს, იცხოვრონ პროდასავლურ საქართველოში.
„ვასრულებთ ძალიან მნიშვნელოვან ვიზიტს აშშ-ში, სადაც გვქონდა შეხვედრები თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებთან, კონგრესმენებთან, სენატორებთან. მათ შორის შევხვდით რესპუბლიკური უმრავლესობის სენატის ლიდერს, სენატორ ჯონ ტუნს. მაშინ, როდესაც ივანიშვილის რეჟიმი საკუთარ ხალხს ქიმიური იარაღით წამლავს, ჩვენ აქ, საქართველოს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ვიცავთ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს. ამ ვიზიტის დასასრულს დარწმუნებით შემიძლია, ვთქვა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის იდგება მოწოდების სიმაღლეზე და დაიცავს ქართველი ხალხის არჩევანს, იცხოვრონ თავისუფალ, დემოკრატიულ, პროდასავლურ საქართველოში“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0