
„ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი და პარტიის ლიდერი ლევან სანიკიძე დიდ ბრიტანეთში ლორდთა პალატის წევრებს, ლორდ ჯორჯ ფოლკს და ლორდ ჯეიმს ტუიგს შეხვდნენ. ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
პრესსამსახურის ცნობით, „ნაციონალური მოძრაობის” დელეგაცია – თინა ბოკუჩავა, პეტრე ცისკარიშვილი და ლევან სანიკიძე ოფიციალური ვიზიტით დიდ ბრიტანეთში იმყოფებიან, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს მართავენ ლორდთა და თემთა პალატის წევრებთან.
„შეხვედრის დროს „ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციამ განიხილა ივანიშვილის რეჟიმის შეკავების სტრატეგია. ასევე ისაუბრეს სანქციებზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სანქციების დაწესება ივანიშვილისთვის და მისი გარემოცვისთვის, რომელიც უკარგავენ ყველანაირ პერსპექტივას საქართველოს და ქართველ ხალხს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0