
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება.
მათივე ცნობით, ვიზიტის ფარგლებში თინა ბოკუჩავა უკრაინაში ტრამპის წარმომადგენელს, გენერალ კიტ კელოგსა და ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს, ბენჟამინ ჰადადს შეხვდა.
„დღეს არის ბრიუსელის ფორუმის მეორე და შემაჯამებელი დღე. პანელზე გამოდიოდნენ გენერალი კიტ კელოგი, რომელიც უკრაინაში ტრამპის პირადი წარმომადგენელია და ვესაუბრეთ საქართველოს მნიშვნელობაზე, რომ საქართველო უნდა იყოს მშვიდობის ნაწილი. საქართველოს დემოკრატიული, პროევროპული, პროამერიკული არჩევანი აუცილებლად უნდა იყოს რეალიზებული. ასევე ვესაუბრეთ ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრს, ბენჟამინ ჰადადს ვაიმერის საკითხების მნიშვნელობაზე, მაღალი დონის ჩართულობაზე, რათა მივიღოთ ახალი თავისუფალი საპარლამენტო არჩევნები, გათავისუფლდეს ყველა პოლიტპატიმარი და საქართველო დაუბრუნდეს ევროინტეგრაციის გზას“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0
ნიკა გვარამია დააკავეს
13/06/2025