
რამდენიმე წუთის წინ ივანიშვილის კრიმინალური, მოღალატეობრივი რეჟიმის წარმომადგენლები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეს ლევან ხაბეიშვილს თავს დაესხნენ, რაზეც საკადრისი პასუხი მიიღეს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებაშია აღნიშნული.
„ეს არის კრიმინალური ბანდის ხელწერა – მუხანათური ჩასაფრებები, ძალადობა და განსხვავებული აზრის ვანდალური ფორმებით ჩახშობა.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რომელიმე ლიდერის, მხარდამჭერისა და წევრის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თუკი საფრთხე დაემუქრება, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსული, კრიმინალური რეჟიმის წარმომადგენლებს.
ჩვენ არასდროს ვიტყვით უარს ძლიერი, ერთიანი, თავისუფალი, დამოუკიდებელი, ევროპული საქართველოსთვის ბრძოლაზე!
ვერ შეგვაჩერებენ – აუცილებლად გავიმარჯვებთ!“ – აღნიშნულია განცხადებაში.
0
0