17/03/2025
14:29

"ფედერალისტების" ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი, "ნაცმოძრაობას" კიდევ ერთხელ აკრიტიკებს და წერს, რომ "ნაცები საკუთარ თავს ჩაირეცხავენ და ამით დასრულდება პოლარიზაცია საბოლოოდ, ბიძინასთან ერთად":
"საქმის შედეგი მავნებლების საუკეთესო დიზინფექტორია.
ჩემი აზრით, ამ დიდებულ კოორდინაციასთან დაპირისპირებით, რომელიც წმინდად საქმის კეთებაზეა ფოკუსირებული და მხოლოდ ამომრჩევლის ინტერესს ემსახურება, ნაცები საკუთარ თავს ჩაირეცხავენ და ამით დასრულდება პოლარიზაცია საბოლოოდ, ბიძინასთან ერთად." - წერს ჩერგოლეიშვილი, რომელიც ამავე პოსტის კომენტარებში განავრცობს, რომ "ნაცმოძრაობას" არასდროს სურდა ერთიანობა. მისივე თქმით, ამ პარტიაში "ყოველთვის უნდოდათ პოლარიზაცია".
"არასოდეს არ დომებიათ ერთიანობა. ყოველთვის უნდოდათ პოლარიზაცია.
ამოცანა იყო, მიშა ყოფილიყო მეორე პოლუსი, რომ ბიძინას სხვა ალტერნატივა არ ყოლოდა და მის გვამს მდინარესთან მიშა დახვედროდა.
მაგას ემსახურებოდა "ვინც დამიპირისპირდება განულდება"!
მაგისგან გაპარტახდა პოლიტიკური სპექტრი და დარჩა ბიძინა უალტერნატივოდ.
მაგიტომ ვარ და ვიყავი დაბლოკილი მიშას კონტროლირებულ მედიებში - ხაზარაძეც მაგას ბაძავს.
ახლაც მაგას წვალობენ - მაგრამ ახლა თვითონ ჩაირეცხებიან....
ჩემს განულებას ცდილობდნენ მათი მოკლე ჭკუით რადგან პოლარიზაციას ვარღვევდი.
მაგათ პოლიტიკურ საფლავებზე რომ ვიცეკვებ, ორ ნულს დავაწერ ქვაზე" - წერს ჩერგოლეიშვილი პოსტის კომენტარებში.
0
0