27/02/2025
12:36

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, შეერთებული შტატები არ აპირებს ნატოს მოკავშირეების სუბსიდირების გაგრძელებას - მათ საკუთარ უსაფრთხოებაზე უნდა იზრუნონ.
„ერთადერთი, რაც ნატოსთვის საფრთხეს წარმოადგენს, არის ის ფაქტი, რომ თავისივე მოკავშირეებს არ აქვთ საკმარისი შეიარაღებული ძალები ან მათი შეიარაღებული ძალები არ არის საკმარისად ძლიერი, რადგან [მოკავშირე ქვეყნებმა] თავდაცვის სფეროზე ფული არ დახარჯეს. არსებობს მდიდარი ქვეყნები, განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში, რომლებსაც ბევრი ფული აქვს და ამ თანხებს ეროვნულ უსაფრთხოებაზე უნდა ხარჯავდნენ, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ისინი თავიანთი ეკონომიკის მხოლოდ 1,5%-ს ხარჯავენ და ჩვენ ვერ გავაგრძელებთ მათ სუბსიდირებას. ეს უსამართლო და არამდგრადი ნაბიჯია“, - განაცხადა რუბიომ.
ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა უარყო, რომ შეერთებულ შტატებს ევროპის დატოვება სურს.
0
0