10/04/2023
13:55
მსოფლიო
ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ფინეთის გაწევრიანების შემდეგ მოსკოვი საჰაერო თავდაცვის ძალების გაძლიერებას გეგმავს - ალიანსის გაფართოებას რუსეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგება და აცხადებს, რომ ეს საფრთხეს უქმნის ქვეყნის უსაფრთხოებას.
როგორც საჰაერო კოსმოსური ძალების მთავარსარდლის მოადგილემ, გენერალ-ლეიტენანტმა ანდრეი დემინმა გაზეთ Red Star-ს განუცხადა, უკრაინის თავდასხმების გამო, რუსეთის საჰაერო თავდაცვა მრავალი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. მისი თქმით, რუსეთმა 50-ზე მეტი დამატებითი მობილური სარადარო სადგური, A-50-ის ტიპის ადრეული შეტყობინების სისტემა და საკონტროლო თვითმფრინავი აამოქმედა, რომელიც 24 საათის განმავლობაში პატრულირებდა.
დემინმა დასძინა, რომ უკრაინის მოსაზღვრე რეგიონების კონტროლი სარაკეტო და საზენიტო დანადგარების მეშვეობით გაძლიერდა.
„რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფ უკრაინის რეგიონებში, ძირითადი სარაკეტო და საზენიტო დანადგარების დასაცავად, საჰაერო თავდაცვის ქვედანაყოფები შეიქმნა, ასევე რუსეთმა გააძლიერა RLK-MC ტიპის ანტიდრონის სისტემის წარმოება. რეფორმები დაგეგმილია და ეჭვგარეშეა, რომ ისინი განხორციელდება. მოახლოებული ცვლილებების მიზანია შეიარაღებული ძალების განვითარება - რუსეთის ფედერაციის საჰაერო თავდაცვის სისტემის გაუმჯობესება,“- განაცხადა დემინმა.
0
0