
როგორც ცნობილია, უკრაინა ნატოში დაუყოვნებლივ გაწევრიანებას ითხოვს - ამ მოთხოვნას უკრაინა 4 დეკემბერს ბრიუსელში, ალიანსს წარუდგენს.
ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის ბაიბა ბრას განცხადებით, მისი ქვეყანა ამ ნაბიჯის მომხრეა, თუმცა, მისივე თქმით, არსებობს "რეალობა", რომელიც განსაზღვრავს მრავალი კოლეგის პოზიციას.
„პრინციპში, ჩვენ, როგორც პოლიტიკური ლიდერები, შევთანხმდით, რომ უკრაინა ნატოს წევრი იქნება. თუმცა, მთავარია, განისაზღვროს, რა პირობებში და როდის გაწევრიანდება, და ცხადია, ალიანსის წევრები სწორედ ამ საკითხის ირგვლივ უნდა გაერთიანდნენ. ამჟამად, ყველა მოკავშირე ელოდება შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაციის დაკომპლექტებას.
კიევის ომში გამოცდილი სამხედრო ძალები ნატოსთვის სასარგებლო იქნება. ისიც მართალია, რომ რამდენიმე ქვეყანა სულაც არ გრძნობს თავს კომფორტულად ომში მყოფი ქვეყნისთვის ნატოში გაწევრიანების შეთავაზების გამო“, - განუცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბაიბა ბრამ Reuters-ს.
0
0