15/03/2023
23:08
პოლიტიკა
„ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში მითხრეს, ღვთისა და ერის წინაშე ვფიცავ, რომ კანდელაკი დარბოდა და სთხოვდა რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ მისცეთ, არავითარ შემთხვევაში ხელი არ მოუწეროთ ასოცირებასო, ვიზალიბერალიზაციაზე. ნუ ღრმა და ყოვლისმომცველ ხელშეკრულებებს დავანებოთ თავი, ამას ვინღა უყურებს,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე“ განაცხადა.
როგორც ბექა ოდიშარიამ აღნიშნა, ფსევდო პროამერიკელმა ძალებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დრაკონული არის FARA, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროპაში ვინ მიგვიღებდა? პირდაპირ სვამდნენ ამ კითხვას. „ჩემი ქართული და ამერიკული ოცნება ამერიკასთან იყო დაკავშირებული. უამრავი „მარგალიტების“ მოსმენას შევეჩვიე, სისულელეების სასესიო დარბაზში. როცა დასჭირდათ, რა თქმა უნდა ფსევდო პროამერიკელმა ძალებმა დაიწყეს საუბარი იმაზე, თუ რა დრაკონული არის FARA, რომ ამ კანონის მიღების შემთხვევაში ჩვენ ევროპაში ვინ მიგვიღებდა? და ზოგადად ჩვენ საერთოდ ამერიკა გვინდა? პირდაპირ სვამდნენ ამ კითხვას. მე არ ვიცოდი მეცინა თუ მეტირა. ე.ი ამ ხალხის ზნე და ჩვეულება ასეთია - დაქირავებული კაცი.
მე ვარ ენთუზიაზმით, მე და ჩემი გუნდის წევრები ვართ პროდასავლელები ჩვენი რწმენით, ჩვენი მუშაობით, ჩვენი განხორციელებული აქტივობით. დღეს ვენეციის კომისიიდან ჩამოდის 12 რეკომენდაციის პასუხი ორ ძალიან მნიშვნელოვან კანონზე. პარლამენტის თავმჯდომარე გამოდის, მოუწოდებს მთელ ოპოზიციას და ერთნი აანონსებენ დესტრუქციულ გამოსვლებს და მეორე ჯგუფი, ჩაბრძანდნენ თვითმფრინავში და გაფრინდნენ, რომ რამენაირად ფეხი დაუდონ საქართველოს. ეს ხალხი მეტი არაფერზე დადის ევროპაში. რა დიპლომატები არიან თავის ცხოვრებაში მავნებლობის გარდა საქართველოსთვის არაფერი გაუკეთებიათ,“- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
0
0