12/07/2023
18:29
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნატოს სამიტზე განაცხადა: „ჩვენ ახლახან დავასრულეთ ნატო-უკრაინის საბჭოს პირველი შეხვედრა და ყველა მოკავშირე შეთანხმდა, რომ უკრაინის მომავალი ნატოშია“.
აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ის ასევე ესაუბრა უკრაინის პრეზიდენტს და მას შეცდომით ვლადიმერი უწოდა.
„მე და ვლადიმერი [ჩვენ]... არ უნდა ვიყო ასეთი ფამილარული... მე და ბატონმა ზელენსკიმ ვისაუბრეთ შესაძლო გარანტიების შესახებ, როცა უკრაინაში ვიყავი ან სხვა ადგილებში შეხვედრისას. ჩვენ ავიღეთ გრძელვადიანი ვალდებულებები უკრაინის უსაფრთხოების უზუნველყოფისთვის,“ - განაცხდა ბაიდენმა.
ბაიდენმა დასძინა, რომ დღეს G7-ის წევრები უკრაინის მხარდასაჭერად ერთობლივ დეკლარაციას მიიღებენ.
დეკლარაცია ორიენტირებულია მდგრადი ძალის უზრუნველყოფაზე, რომელსაც შეუძლია დაიცვას ამჟამად უკრაინა და შეაჩეროს რუსული აგრესია მომავალშიც; ასევე ითვალისწინებს უკრაინის მომარაგებას თანამედროვე სამხედრო აღჭურვილობით სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო მასშტაბით.
ერთობლივ დეკლარაციაში, G7-ის ქვეყნების ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი უკრაინის გვერდით იდგებიან "იმდენ ხანს, რამდენიც ქვეყანას დასჭირდება".
0
0