07/07/2023
16:13
მსოფლიო
„ნატოს სამიტი, რომელიც ვილნიუსში მომავალ კვირას გაიმართება, უკრაინას ალიანსში გაწევრიანებასთან დააახლოებს,“ - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა.
„500 დღის განმავლობაში მოსკოვმა ევროპის გულში მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია“, - განუცხადა სტოლტენბერგმა ჟურნალისტებს ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე.
„ჩვენი სამიტის მკაფიო მესიჯი იქნება: ნატო ერთიანია და რუსეთის აგრესია უკრაინის მხარდაჭერაში ხელს ვერ შეგვიშლის“, - დასძინა სტოლტენბერგმა.
ნატოს გენერალურმა მდივანმა ასევე განიხილა შვედეთის მიერ წარდგენილი განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ. მან აღნიშნა, რომ თურქეთამდე გადასალახავი "უფსკრული" ჯერ კიდევ არსებობს, რათა [თურქეთმა]ამ ნაბიჯს მწვანე შუქი აუნთოს.
სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ორშაბათს, ვილნიუსის სამიტის დაწყებამდე, ის შვედეთისა და თურქეთის ლიდერებს შეხვდება.
როგორც ცნობილია, ანკარამ შეაჩერა შვედეთის განაცხადი იმ მიზეზით, რომ ქვეყანა ტერორისტული დაჯგუფების წევრების თავშესაფარია.
0
0