24/02/2022
18:04
მსოფლიო
ნატოს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ ალიანსის ლიდერების საგანგებო ვირტუალური შეხვედრა მოიწვია, რომელიც 25 თებერვალს გაიმართება.
„ჩვენს კონტინენტზე მშვიდობა დაირღვა. რუსეთი ძალის გამოყენებით ცდილობს ისტორიის გადაწერასა და უკრაინის თავისუფალი და დამოუკიდებელი გზის უარყოფას“, - აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
ნატოს „ეტაპობრივი რეაგირების გეგმების“ გააქტიურება იშვიათი ნაბიჯია, რომელიც სტოლტენბერგის თქმით, ხაზს უსვამს უკრაინაში „სრულფასოვანი შეჭრის“ სიმძიმეს, რაც მოკავშირეთა მეთაურებს გადაწყვეტილების მიღების უფრო დიდ შესაძლებლობებს აძლევს.
„ეს მიზანმიმართული, ცივსისხლიანი და დიდი ხნის წინ დაგეგმილი შეჭრაა. უკრაინაზე რუსეთის გაუმართლებელი, არაპროვოცირებული თავდასხმა საჰაერო და სარაკეტო საშუალებებით უამრავ უდანაშაულო სიცოცხლეს საფრთხეში აყენებს“, - განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა.
0
0