02/05/2023
12:54
მსოფლიო
ჯეიმს აპატურაი საქართველოში ჩამოდის. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილე უსაფრთხოების საკითხებში ყურადღებას გაამახვილებს ნატოს „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოების პროგრამაზე“. ეს პროგრამა წარმოადგენს ნატო-სა და მის პარტნიორ ქვეყნებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის სპეციალურ მექანიზმს.
ფორმატის მიზნებია თანამშრომლობა სამოქალაქო მეცნიერებისა და ინოვაციების სფეროში ნატოს სტრატეგიული მიზნების შესაბამისად. აპატურაი საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდება.
გაეროს გენერალური მდივნის თანაშემწის ვიზიტი ნატოს მიერ გამოთქმული შეშფოთების ფონზე ხდება, წერს SOVA. 5 აპრილს ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა საქართველოში ხავიერ კოლომინამ განაცხადა, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს აქვს შეშფოთება საქართველოში რეფორმების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით.
0
0