-share.jpg)
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიმეცმა განაცხადა, რომ ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანება ბალტიისპირეთის რეგიონში უსაფრთხოების დონეს გაზრდის.
”როდესაც ვხედავთ, რომ ჩვენს სამეზობლოში სხვა დემოკრატიული ქვეყნებიც მიეკუთვნებიან ნატოს, ეს ნიშნავს, რომ შეგვიძლია, უფრო ფართო ერთობლივი წვრთნები ვაწარმოოთ და გავაღრმავოთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა“, - აღნიშნა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
”ჩვენ შეგვიძლია, გავზარდოთ სახმელეთო ძალების მასშტაბი და გავაძლიეროთ საჰაერო და საზღვაო თავდაცვის სფეროც”, - დასძინა ლიმეცმა.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ შვედეთი, ფინეთი და თურქეთი გადალახავენ უთანხმოებას სკანდინავიის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით და დასძინა, რომ ბერლინში გამართულ შეხვედრაზე მხარდამჭერი განცხადებები გაკეთდა.
0
0