
როგორც ბრიტანული გამოცემა The Daily Telegraph-ი იუწყება, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ხუთი ქვეყანა - ლიეტუვა, ლატვია, ესტონეთი, პოლონეთი და ფინეთი - რუსეთთან საზღვრების გასწვრივ ტერიტორიების დანაღმვისთვის მზად არიან.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ქვეყნების გადაწყვეტილება ,,ცივი ომის’’ შემდგომი განიარაღების ეთოსიდან გეოპოლიტიკურად მოტივირებული შეიარაღების ესკალაციისკენ გადასვლის - ასეთი ახალი ,,რკინის ფარდის’’ შექმნის - სიგნალია, რაც ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების აკრძალვის შესახებ ოტავას კონვენციიდან ლეგალური გასვლის დაწყებას ითვალისწინებს.
„ფინეთის უკიდურეს ჩრდილოეთით მდებარე ლაპლანდიიდან აღმოსავლეთ პოლონეთში მდებარე ლუბლინის სავოევოდოდამდე, ევროპის ახალი ,,რკინის ფარდა’’ დაეშვება. ნატოს ყველა ქვეყანამ გადაწყვიტა, რომ ამ ხაზის გასწვრივ რუსული არმიის შეჭრის შესაკავებლად საჭიროა ისეთი თავდაცვითი ზომების მიღება, რომლებიც ადრე წარმოუდგენლად ითვლებოდა. საჭიროების შემთხვევაში, თავიანთ საზღვრებზე ისინი მილიონობით ნაღმს დაამონტაჟებენ ფიჭვნარებისა და არყის კორომების ქვეშ. კერძოდ, ლიეტუვის მთავრობა გეგმავს არა მხოლოდ კორდონის დანაღმვას, არამედ თავდაცვის „მთლიანი სისტემის“ შექმნასაც, რაც მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებს, დრონებსა და შორ დისტანციაზე დამრტყმელ იარაღს. ქვეყნის ყოფილი თავდაცვის მინისტრმა და ამჟამად სეიმის ლაურინას კაშუნასის წევრმა განაცხადა, რომ ლიეტუვა ნაღმებს დამოუკიდებლად დაამზადებს და მათგან „ასობით ათასი“ საჭირო გახდება“, - ნათქვამია სტატიაში.
გაზეთი წერს, რომ ქვეყნის ხელისუფლება მშპ-ს 5.5%-ს თავდაცვაზე დახარჯავს. მთავრობამ უკვე გამოყო 800 მილიონი ევრო ტანკსაწინააღმდეგო და ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმების წარმოებისთვის.
0
0