21/02/2023
13:36
მსოფლიო
რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, დასავლელი ლიდერები უკრაინისთვის ბირთვული იარაღის მიწოდების საკითხს რუსეთის „სპეციალური სამხედრო ოპერაციის“ დაწყებამდე განიხილავდნენ.
„დასავლეთმა უკრაინაში უკვე გაგზავნა მძიმე სამხედრო ტექნიკა, თვითმფრინავები და თავდაცვის სისტემები. ნატო რუსეთის საზღვრებთან თავის სამხედრო ბაზებსა და ბიოლოგიურ ლაბორატორიებს ანთავსებდა. მინსკის შეთანხმებებზე საუბრისას ისინი [დასავლელი ლიდერები] „ამაზრზენ ტყუილებს“ იგონებდნენ,“ - განაცხადა პუტინმა ფედერალურ ასამბლეაში სიტყვით გამოსვლისას.
როგორც ცნობილია, მინსკის შეთანხმებებს ხელი 2014 და 2015 წლებში მოეწერა. შეთანხმებები ითვალისწინებდა უკრაინის აღმოსავლეთში ცეცხლის შეწყვეტას უკრაინის მთავრობასა და რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებს შორის. რაც შეეხება შეერთებულ შტატებს, პუტინმა აღნიშნა, რომ „მსოფლიოში არცერთი სხვა ქვეყანა არ ფლობს ამდენ უცხოურ სამხედრო ბაზას“.
„მათ ასობით სამხედრო ბაზა აქვთ განთავსებული მთელ მსოფლიოში, მთელი პლანეტა მათი ბაზებით არის მოფენილი“, - თქვა პუტინმა.
0
0