26/05/2023
15:19
მსოფლიო
გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს ყოფილი საჰაერო მარშლის ედვარდ სტრინგერის განცხადებით, დასავლური ქვეყნები უკრაინას აიძულებენ ომის იმ ფორმით წარმოებას, რომლითაც ისინი საკუთარი ძალებით არასოდეს განახორციელებდნენ.
"არსებობს მორალური მხარე, რომელიც გასათვალისწინებელია. თავდაპირველად, ნატო რუსეთთან საჰაერო ომში გამარჯვების იმედით ჩაებმებოდა, შემდეგ კი, საჰაერო უპირატესობას გამოყენებდა და უფრო ეფექტური სახმელეთო ბრძოლით გააგრძელებდა. რუსეთის საჰაერო ძალების სისუსტის გათვალისწინებით, ეს მიუღწეველი ოცნება არ არის. თუმცა დღემდე დასავლეთის შეზღუდულმა „შემოწირულობებმა“ უკრაინას „მიწაზე ხოხვის“ ტაქტიკის გატარება აიძულა.
ჩვენ ვაიძულეთ კიევი, რომ გაეღო მსხვერპლი და ებრძოლა იმ ტაქტიკით, რომელიც თვითონ ჩვენთვის მიუღებელია. თუ გვინდა, რომ რუსეთი დამარცხდეს, უნდა შევიცვალოთ ეს პოზიცია. F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღება სწორი მიმართულებით გადადგმული დიდი ნაბიჯია. ეს თვითმფრინავები შეიძლება დროულად არ ჩავიდეს უკრაინაში საგაზაფხულო შეტევისას დასახმარებლად, მაგრამ აღნიშნული გადაწყვეტილება უკვე გავლენას მოახდენს კრემლის სამხედრო და პოლიტიკურ გათვლებზე. F-16 პანაცეა კი არ არის, არამედ უფრო სამართლიანი ბრძოლის გამოხატულებაა", - განუცხადა სტრინგერმა Financial Times-ს.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდომირ ზელენსკი დიდი ხანია მოუწოდებს დასავლეთის ქვეყნებს, მიაწოდონ მის ქვეყანას F-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები.
როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიმდინარე კვირაში განაცხადა, აშშ დაეხმარება უკრაინელ პილოტებს თვითმფრინავების მართვაში მოსამზადებლად, რაც, სავარაუდოდ, ნიშნავს, რომ ნატოს წევრი ქვეყნები მათ კიევში უკვე აგზავნიან.
0
0
ბაბუშერას ტრაგედიიდან 31 წელი გავიდა
22/09/2024