05/04/2023
17:25
პოლიტიკა
ნატოს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჰავიერ კოლომინა აცხადებს, რომ კმაყოფილები არიან საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამშრომლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხით, მაგრამ შეშფოთებულები არიან რეფორმების ტემპებით.
ის ასევე საუბრობს საქართველოში არსებულ დეპოლარიზაციაზე და პოლიტიკური ძალების მხრიდან ამასთან დაკავშირებით აუცილებელ მუშაობაზე.
„ჩვენ ძირითადად კმაყოფილი ვართ თქვენი შეიარაღებული ძალების თანამშრომლობის ხარისხით და პროფესიონალიზმით, მაგრამ ამავდროულად არის შეშფოთება რეფორმების ტემპთან და დონესთან დაკავშირებით. ამაზე ვისაუბრეთ 2022 წლის ყოველწლიურ ეროვნულ პროგრამასთან დაკავშირებით, სადაც შევთავაზეთ 10 რეკომენდაცია, რომლებიც შეესაბამება ევროკავშირის 12 რეკომენდაციას. ვფიქრობ, თქვენმა მთავრობამ კარგად იცის, რა უნდა გაკეთდეს რეფორმების კუთხით, რა და როგორ უნდა განახორციელონ.
ჩვენ ყოველთვის ხაზს ვუსვამთ ამ რეფორმების სხვადასხვა ასპექტს. ძალიან მნიშვნელოვანია სასამართლო რეფორმა, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა და რაც გავლენას ახდენს მთელ პროცესზე, არის დეპოლარიზაცია. ჩვენ განვიხილეთ ეს საკითხი არა მხოლოდ ხელისუფლებასთან, არამედ ოპოზიციის ლიდერებთანაც, როდესაც ბოლოს ვიყავი თბილისში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა პოლიტიკურმა ძალამ გააცნობიეროს გაერთიანებისა და ერთობლივი მუშაობის აუცილებლობა“, - განაცხადა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ.
0
0