11/07/2023
18:04
მსოფლიო
Eurasia Group-ის პრეზიდენტის იან ბრემერის აზრით, ნატოში უკრაინის გაწევრიანების თარიღის განსაზღვრა და სპეციფიკა წევრებს შორის „ძლიერ დიფერენციაციას“ უკავშირდება.
„არავინ ეწინააღმდეგება ნატოში უკრაინის გაწევრიანების იდეას, მაგრამ დაბრკოლებები და ამ პროცესის სპეციფიკის დონე განპირობებულია ალიანსის წევრ ქვეყნებს შორის ძლიერი დიფერენციაციით“, - განაცხადა ექსპერტმა.
იან ბრემერი ასევე გამოეხმაურა ჯო ბაიდენის კომენტარებს - აშშ-ის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ის ომის მიმდინარეობისას ნატოში უკრაინის გაწევრიანებას მხარს არ დაუჭერდა.
"რატომ? იმიტომ, რომ ამერიკა არ არის მზად უკრაინაში ჯარის გასაგზავნად", - თქვა ბრემერმა.
ნატოს წევრები თანხმდებიან, რომ უკრაინა ომის დროს ვერ შეუერთდება ალიანსს, თუმცა მათ ვერ განსაზღვრეს, თუ რამდენად სწრაფად შეიძლება ეს მოხდეს სამომავლოდ და რა პირობებში.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით ემანუელ მაკრონის პოზიცია ბოლო კვირებში შეიცვალა.
საფრანგეთის პრეზიდენტი თვეების განმავლობაში შეერთებული შტატებისა და გერმანიის პოზიციას იზიარებდა, თუმცა ამჟამად ამტკიცებს, რომ რუსეთის წინააღმდეგ "მეტი ბერკეტებია" საჭირო.
ბრემერმა განმარტა, რომ საფრანგეთის პოზიციის ამ ცვლილების ნაწილი განპირობებულია „ვაგნერის“ ჯგუფის წარუმატებელი ამბოხებითა და ვლადიმერ პუტინის რეაქციით.
„ნატოს ყველა ლიდერი ხედავს, რომ როდესაც პუტინი მართლაც, ძალიან ძლიერად არის კედელთან მიმწყვდეული, ის უკან იხევს. რა თქმა უნდა, ეს მათ უფრო მეტ იმპულსს აძლევს, რომ თქვან: „რატომ არ ვუშვებთ უკრაინელებს ნატოში ახლავე?“, - თქვა იან ბრემერმა.
0
0