
ნატო-ს გენერალური მდივნის, 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიში საქართველო - ნატოს ურთიერთობასთან და პრიორიტეტებთან დაკავშირებით არის საუბარი.
დოკუმენტის თანახმად, ნატო-ს თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან წინ წავიდა, რასაც მაისში, ნატო-საქართველოს წარმატებულმა წვრთნებმა შეუწყო ხელი.
დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ ნატოს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც თბილისში მდებარეობს, სამხრეთ კავკასიის რეგიონში, სამივე პარტნიორთან აქტიურ თანამშრომლობას აგრძელებს.
"მოკავშირეებმა ასევე განიხილეს ნატოს ჩართულობა საქართველოსთან 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისა და მისი შემდგომი პერიოდის გათვალისწინებით. შედეგად, ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ზოგიერთი ასპექტის პრიორიტეტები ხელახლა განისაზღვრა, მათ შორის, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ზოგიერთი ასპექტი. ამავდროულად, წინ წავიდა თავდაცვის თანამშრომლობა საქართველოს თავდაცვის ძალებთან, რასაც ხელი შეუწყო მაისში ნატო-საქართველოს წარმატებულმა წვრთნებმა. ნატოს სამეკავშირეო ოფისმა საქართველო, თბილისში, სამხრეთ კავკასიის რეგიონში სამივე პარტნიორთან აქტიური თანამშრომლობა განაგრძო", - აღნიშნულია ნატო-ს გენერალური მდივნის 2025 წლის ყოველწლიურ ანგარიში.
0
0