21/11/2022
17:37
მსოფლიო
ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ რუსეთი ტერორისტულ ქვეყნად აღიარა.
“ამის შესახებ ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ეგორ ჩერნევმა განაცხადა,” - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინული მხარის წინადადებებს, მისივე თქმით, მხარი დაუჭირა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 30-ვე წევრმა ქვეყანამ. გარდა ამისა, ასამბლეამ მოითხოვა რუსეთის აგრესიის საკითხზე სპეციალური საერთაშორისო ტრიბუნალის შექმნა.
„ასეთი ტრიბუნალი შესაძლებელს გახდის, არა მხოლოდ სამხედრო დანაშაულების უშუალო მონაწილეები გაასამართლოს, არამედ რუსეთის ფედერაციის უმაღლესი ხელმძღვანელობაც“, - განაცხადა ეგორ ჩერნევმა.
ამასთან, რეზოლუციაში გათვალისწინებული იყო სხვა მოთხოვნები:
უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაზრდა;
უკრაინის ნატოში გაწევრიანების კონკრეტული ნაბიჯების შემუშავება;
უკრაინისთვის მიყენებული ზიანისათვის რუსეთის ფედერაციისგან რეპარაციების შესახებ მექანიზმის შექმნა.
0
0