ნატო-ს წევრი ქვეყნების განცხადებები უკრაინაში ჯარების გაგზავნის შესაძლებლობის შესახებ აახლოებს მესამე მსოფლიო ომის რისკს. ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ TASS-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ეს მართლაც საშიშია, რადგან ჩვენ არ გვინდა საფრთხეს შევხვდეთ. მესამე მსოფლიო ომის საშინელი რისკი ახლოვდება“, - თქვა სიიარტომ.
მისი თქმით, ნატოს წევრმა ქვეყნებმა უნდა გააცნობიერონ, რომ ასეთ კრიტიკულ სიტუაციაში დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ ქმედებებს, არამედ სიტყვებსაც.
მინისტრის თქმით, სრულმასშტაბიანი კონფლიქტის რისკი იზრდება ყოველ ჯერზე, როცა საუბარია ნატოს წევრი ქვეყნებიდან უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნაზე.
თებერვლის ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა არ გამორიცხა უკრაინაში ევროპელი ჯარისკაცების გაგზავნა.
მოგვიანებით მან დაადასტურა, რომ პარიზის პოზიცია უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით შეიცვალა. მისი თქმით, ახლა „აღარ არის წითელი ხაზები, აღარ არსებობს შეზღუდვები“ რესპუბლიკის დასახმარებლად.
0
0