
ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე საქართველოს საკითხი როცა გადიოდა, თეონა აქუბარდია არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, გაქცეული იყო შოპინგზე ან „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაიამ პარლამენტში განაცხადა.
ირაკლი ბერაიას თქმით, თეონა აქუბარდიას „ტყუილების თქმ აწესად ექცა“.
„უნდა გამოვეხმაურო სამარცხვინო ტყუილს, რაც წესად ექცა თეონა აქუბარდიას. ჯერ თქვა, რომ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე მე და ჩემმა კოლეგებმა მხარი არ დავუჭირეთ საქართველოს მხარდამჭერ შესწორებას, თურმე დარბაზში არ ვიყავით და ამით პუტინის დავალება შევასრულეთ. ეს იყო ტყუილი და მიზანმიმართული დეზინფორმაცია. მან ძალიან კარგად იცის, რომ ქართული დელეგაცია ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაში არც ერთ გადაწყვეტილებას არ აძლევს ხმას, რადგან ჩვენ არ ვართ ნატო-ს წევრი სახელმწიფო. თეონა აქუბარდია არაერთხელ არის ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე და როცა ყოფილა შესწორება ანგარიშებში თუ რეზოლუციებში და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა. გაქცეული იყო შოპინგზე ან, მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა. საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია იმის უფლება, რომ მტრების დავალების შესრულებაში მისთვის ბრალი დაგვედო“, – განაცხადა ირაკლი ბერაიამ.
0
0