27/02/2023
23:57
მსოფლიო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ორშაბათს, უნგრეთის პარლამენტის დეპუტატებთან ნატო-ში შვედეთისა და ფინეთის მომავალი წევრობის შესახებ საუბრისას, სკეპტიკურად გამოეხმაურა უკრაინის შესაძლო შესვლას. ამის შესახებ Telex იუწყება.
დისკუსიის დროს ორბანმა თქვა, რომ ადრე თუ გვიან, დადგება უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში შესვლის საკითხი, მაგრამ „ათი ათასჯერ უნდა დავფიქრდეთ ნატო-ს აღმოსავლეთით შემდგომ გაფართოებაზე“, რათა ბუდაპეშტი არ იყოს ჩათრეული ომში.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ირწმუნება, რომ ეს მოსაზრებები არ ეხება შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში შესვლას.
მოგეხსენებათ, უნგრეთი 2017 წლიდან ბლოკავს ნატო-უკრაინის კომისიის შეხვედრებს ელჩების დონეზე.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველ კვირებში უნგრეთმა შეაჩერა ვეტო და დიმიტრი კულება მიიწვიეს, რომელმაც მონაწილეობა მიიღო ნატო-ს ოფიციალურ შეხვედრებში. ნატო-ს შეხვედრებში უნგრეთის ვეტოს მიუხედავად, მონაწილეობა მიიღო თავდაცვის მინისტრმა ალექსეი რეზნიკოვმაც.
ცოტა ხნის წინ, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა პეტერ სიიარტომ თქვა, რომ ბუდაპეშტი განბლოკავს უკრაინა-ნატო-ს მინისტერიალს, თუ კიევი შეასრულებს უნგრეთის უმცირესობების მოთხოვნას.
0
0