10/10/2022
20:10
მსოფლიო
NATO-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ის უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას ესაუბრა, რა დროსაც უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე რუსეთის თავდასხმები დაგმო.
სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს.
„ვესაუბრე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრს და დავგმე რუსეთის საშინელი და განურჩეველი თავდასხმები უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
NATO გააგრძელებს მამაცი უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, რათა მათ იბრძოლონ კრემლის აგრესიასთან. ეს მხარდაჭერა გაგრძელდება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება.“ – დაწერა იენს სტოლტენბერგმა „ტვიტერზე.“
შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, აფეთქებები მოხდა უკრაინის დედაქალაქ კიევში. მედიის ინფორმაციით, კიევის ცენტრში აფეთქებებს მსხვერპლი მოჰყვა, არიან დაშავებულებიც.
0
0