16/11/2023
12:19
მსოფლიო
აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, მან ნათლად განუცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს, რომ ღაზის სექტორის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნებოდა. Reuters-ის ცნობით, ამის შესახებ ბაიდენმა ჟურნალისტებს განუცხადა.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მან განუცხადა ნეთანიაჰუს, რომ არ სჯერა ომის დასრულების იქამდე, ვიდრე არ იქნება მიღწეული შეთანხმება ორი სახელმწიფოს შექმნის თაობაზე.
„ნათლად ვუთხარი ისრაელს, რომ, ჩემი აზრით, ღაზის სექტორის ოკუპაცია დიდი შეცდომა იქნებოდა. ასევე ვფიქრობ, რომ არარეალისტურია ველოდოთ ისრაელისგან სამხედრო მოქმედებების დასრულებას, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ „ჰამასის“ მაღალჩინოსნები ისრაელზე თავდასხმის გამეორებაზე საუბრობენ. მათ საჯაროდ თქვეს, რომ სურთ, ისევ დაესხან ისრაელს თავს, როგორც ეს მანამდე ქნეს, როდესაც ჩვილ ბავშვებს თავებს აჭრიდნენ“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.
0
0