27/12/2021
17:24
ეკონომიკა
მინისტრის განცხადებით, 2022 წელი მნიშვნელოვანი და განსაკუთრებით საყურადღებო იქნება ისეთი ორგანიზაციისთვის, როგორიცაა „ესკო“. მისი თქმით, კომპანიამ უნდა შეასრულოს დამაბალანსებელი როლი ელექტროენერგიის თავისუფალ ბაზარს და იმ მომხმარებელს შორის, როგორიცაა მოსახლეობა, მცირე ბიზნესი, რომლებსაც ელექტროენერგია რეგულირებადი ტარიფით მიეწოდებათ.
„ეს ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო ფუნქციაა. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, ესკო-ს ხელმძღვანელად დაგვენიშნა განსაკუთრებით გამოცდილი კადრი, მინისტრის ყოფილი მოადგილე და ენერგეტიკის სექტორის კურატორი დავით თვალაბეიშვილი. ის ეფექტურად ახორციელებდა ენერგეტიკის კოორდინაციას და ყველაზე მეტად იცის, რა გამოწვევების წინაშე დადგება სექტორი მომავალში. ესკო-ს გაძლიერებული გუნდი შეასრულებს იმ ამოცანებს, რასაც ითვალისწინებს ენერგეტიკული სექტორის შემდგომი რეფორმირება და ევროპული ტიპის ენერგეტიკულ ბაზართან მისი დაახლოება,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.
მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა ესკო-ს ყოფილ ხელმძღვანელს, ზაზა დვალიშვილს, რომელიც რჩება სისტემაში და გენერალური დირექტორის პირველი მოადგილის სტატუსით განაგრძობს საქმიანობას.
0
0